3,049 მლრდ ლარი ერთ თვეში - რა თანხას ხარჯავენ ქართველები საბანკო ბარათებით

2020 წლის აგვისტოში საქართველოში გამოშვებული საბანკო ბარათებით ჯამში 3,040 მლრდ ლარის მოცულობის ოპერაციები განხორციელდა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 450 მლნ ლარზე მეტია, 2019 წლის აგვისტოში საბანკო ბარათებით 2,587 მლრდ ლარის ოპერაციები განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვეგ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში ქართული საბანკო ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელდა 2,891 მლრდ ლარის ოპერაცია, ქვეყნის გარეთ კი 157,9 მლნ ლარის.

რაც შეეხება ოპერაციების რაოდენობას, სულ 39 179 531 ერთეული შეადგინა, აქედან საქართველოში განხორციელდა 36 960 674 ოპერაცია, უცხოეთში კი 2 218 857.

საერთო ჯამში, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული საბანკო ბარათებით 20,854 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა, საიდანაც საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ 1,321 მლრდ ლარი შეადგინა, ქვეყნის შიგნით კი 19,532 მლრდ ლარი.

ცნობისათვის, საქართველოში მიმოქცევაშია ქვეყანაში მოქმედი ბანკების მიერ გამოშვებული 6 794 856 საკრედიტო და სადებეტო ბარათი.