ხანძრის ჩაქრობა წყლის გარეშე - ქართულ ბაზარზე ცეცხლმაქრი ბურთები შემოდის

Elide Fire ოქტომბრიდან ქართულ ბაზარზე შემოვა. წითელი ბურთი, ინოვაციაა, რომელიც ხანძარს წყლის გარეშე აქრობს და გააქტიურებისათვის სულ რაღაც 3-10 წამი სჭირდება. საქართველოში, მისი ღირებულება 100 აშშ დოლარის ექვივალენტი იქნება. ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას პროდუქტის ოფიციალური დისტრიბუტორები ამბობენ, რომ გარდაუვალია ამ მოწყობილობის მიერ ყველა სხვა სახის ცეცხლსაწინააღმდეგო საშუალების ჩანაცვლება და ეს, მხოლოდ დროის საკითხია.

ის, რასაც აქამდე, მხოლოდ ეკრანიდან ვხედავდით, სულ მალე ქართულ ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი. ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას, ოფიციალური დისტრიბუტორი ,,ეკო ნოვაციის” წარმომადგენლები პროდუქციის უპირატესობებსა და თვისებებზე საუბრობენ.

,, ELIDE Fire რევოლუციური, ტექნოლოგიური მიღწევაა და ბოლო წლებში თავი დაიმკვიდრა, როგორც ცეცხლთან ბრძოლის წამყვანმა პროდუქტმა მსოფლოში. გარდაუვალია, რომ ის მალე ჩაანაცვლებს ყველა სხვა სახის ცეცხლსაწინააღმდეგო მოწყობილებას, საქართველოშიც.

მისი მოქმედების მექანიზმი შემდეგია, პირველი ხერხი ბურთის სროლაა იმ ადგილებში, სადაც ცეცხლია. ბურთი იმდენად მარტივად გამოსაყენებელია, რომ მისი მოხმარება არ საჭიროებს ტრენინგებსა და კონკრეტულ უნარ-ჩვევებს. საკმარისია მხოლოდ მისი ჩაგდება ცეცხლმოკიდებულ ადგილას და ბურთი თვითონ აქტიურდება სულ რაღაც 3-10 წამში. მეორე ხერხი ბურთის იმ ადგილებში განთავსებაა, სადაც ყველაზე დიდია ცეცხლის გაჩენის საფრთხე. მაშინ, როდესაც ცეცხლის ალი ბურთს მოედება, ის წამებში აქტიურდება და კერას სრულად აქრობს.

ბურთის წონა კი 1,3 კილოგრამია, რაც, თავისთავად, მარტივს ხდის მის გამოყენებას. მისი შემოტანის საჭიროება რამდენიმე წელია დავინახეთ მას შედეგ, რაც გასული წლების განმავლობაში, ზაფხული ხანძრების სეზონთან ასოცირდებოდა. ვფიქრობთ, ხანძრების მყისიერი ლოკალიზების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი პროდუქცია. ამ ეტაპზე, არ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, თუმცა ესეც განიხლება.”-განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს” ,,ეკო ნოვაციაში”.

ცნობისთვის,პროდუქტი, წარმოებულია ISO 9001 სტანდარტის მიხედვით.

თამარ მუკბანიანი