სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 1,812 მლნ დოლარის კიტრი და 4,092 მლნ დოლარის პომიდორი შემოვიდა.
მათ შორის, პომიდორის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც, 4 069 600 აშშ დოლარის პომიდორი შემოვიდა; მას მოსდევს - ირანი - 18 200 დოლარით; მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი - 3 000 აშშ დოლარით; მე-4 პოზიციას კი ნიდერლანდი იკავებს, საიდანაც, 1 400 დოლარის პომიდორის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება კიტრს, საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან ყველაზე მეტი - 1 026 600 აშშ დოლარის კიტრის იმპორტი განხორციელდა, მას მოსდევს - ირანი - 778 900 დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზეა - იორდანია, საიდანაც 7 400 აშშ დოლარის კიტრი შემოვიდა.