ამერიკის ფედერალური ხელისუფლება აშშ-სთან ასოცირებულ კუნძულოვან სახელმწიფოს პუერტო-რიკოს მის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პუერტო-რიკო მნიშვნელოვნად დაზარალდა სხვადასხვა ქარიშხლების გამო. ჩემმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მისთვის ისტორიულად ყველაზე მსხვილი ფინანსური დახმარება გამოყოს. საუბარია, 13 მილიარდი დოლარის ფედერალურ დახმარებაზე, რომელიც მოხმარდება პუერტო-რიკოს ელექტროსისტემის აღდგენას და განათლების სისტემას“ - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია პუერტო-რიკოში დაბრუნდეს ფარმაცევტული წარმოება.
„წლების განმავლობაში ბევრი კომპანია გადიოდა პუერტო-რიკოდან და მიდიოდნენ ჩინეთში ან სხვა ქვეყნებში“ - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.