ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Nike-მა რეკლამაზე ჯამურად 17,54 მილიარდი დოლარი დახარჯა. აღნიშნულის შესახებ, SafeBettingSites-ი იტყობინება.
მათი ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ მარკეტინგულ ხარჯებზე რეკორდულად დიდი ოდენობით თანხა დახარჯა. საუბარია 3,75 მილიარდ დოლარზე, ხოლო მიმდინარე წელს ეს თანხა 3,59 მილიარდს შეადგენს. კომპანიის შემოსავლებში სარეკლამო ხარჯებზე სტაბილურად 10% მოდის.
გასულ წელს კომპანიის შემოსავლებმა 39,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, წელს კი პანდემიის გამო ის 4,35%-ით 37,4 მილიარდამდე არის შემცირებული. ამასთან, კომპანიის მაღაზიების ქსელი შემცირდა 5%-ით. ბრენდმა შტატებში 46 და მის ფარგლებს გარეთ 10 მაღაზია დახურა. ცნობისთვის, ყველაზე მეტი მაღაზია ბრენდს 2018 წელს ჰქონდა, როცა შტატებში 392 და მის ფარგლებს გარეთ 790 მაღაზიას ფლობდა. ახლა ეს ციფრი შესაბამისად, 338 და 758-ია.
დღეის მდგომარეობით, კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს ციფრული გაყიდვები. ConsumerDirectAcceleration-ი სტრატეგიის ფარგლებში კი ის თანამშრომლობს ძალიან ცოტა პარტნიორთან, რომლებიც იზიარებენ მის ხედვას თანამედროვე მყიდველის მოზიდვაზე, თუ არადა სხვებთან ის უბრალოდ წყვეტს თანამშრომლობას.