ტრამპმა ქურთებთან სირიის ტერიტორიაზე ნავთობსაბადოების საკითხის განხილვა არ გამორიცხა

აშშ-ის ხელისუფლება არ გამორიცხავს სირიის ტერიტორიაზე ნავთობის საბადოების საკითხი განიხილოს სირიაში მცხოვრებ ქურთებთან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ბრიფინგზე განაცხადა.

„მე შევინარჩუნე ნავთობი. ჩვენ გვყავს ჯარისკაცები, რომლებიც მას იცავენ. სავარაუდოდ გავმართავთ მოლაპარაკებებს ქურთებთან ნავთობის საკითხზე,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

30 ივლისს ამერიკელმა კონგრესმენმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სირიელმა ქურთებმა ხელშეკრულება გააფორმეს ამერიკულ კომპანიებთან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნავთობსაბადოების მოდერნიზების საკითხზე. მოგვიანებით დასავლური პრესა წერდა, რომ საუბარია, ნაკლებად ცნობილ ამერიკულ კომპანიაზე DeltaCrescentEnergy LLC.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდამჭერმა მოსკოვმა კი, აღნიშნული სირიის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა.

კოკა კვირკველია