რა ქონებას ფლობს „ოცნების“ სიის მე-10 ნომერი და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში სულ 5 ქალი მოხვდა. მათგან ერთ-ერთი კი დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძეა, რომელიც პარტიამ მე-10 ნომრად დაასახელა.

ცნობისთვის, ბითაძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ გუნდს გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის რან­გში, 2014 წელს შე­­უ­ერ­თდა. 2017 წლი­დან კი თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს.

2020 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერის მოადგილის პოზიციაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 73 800 ლარი; ხოლო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორობისას - 15 196 ლარი შეადგინა.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა მაია ბითაძე უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. მსუბუქი ავტომობილი Mercedes-ი მისი შვილის სახელზე ფიქსირდება. ამასთან, მისი ერთ-ერთი შვილი ფლობს „შპს საიდქიქის“ 100%-იან; Sidekick Global LLC-ს 25%-იან და შპს „ჯკს-ს“ 33%-იან წილებს, თუმცა, არცერთი კომპანიის საქმიანობით მიღებული შემოსავალი მას არ უფიქსირდება დეკლარაციაში.

რაც შეეხება „ოცნების“ სიის მე-10 ნომრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მაია ბითაძეს საბანკო ანგარიშებზე - 2 872 ლარი და 2 436 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 30 000 ევრო და 25 000 ლარი ჰქონდა.

თაია არდოტელი