როგორი იქნება ხისგან აშენებული შენობა, რომლის ფასადიც ფოთლის ფორმის მზის პანელებით დაიფარება

ინდოელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს ფუტურისტული შენობა სახელწოდებით NUDES, რომლის ფასადიც ფოთლის ფორმის მზის პანელებით დაიფარება.

გეგმის მიხედვით, შენობა მთლიანად ხისგან იქნება დამზადებული და მასში იქნება ფართო დერეფნები, რომლებიც აივნებს დაუკავშირდება. შენობის ზედა სართულზე ასევე მოთავსებულია კაფსულა, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

შენობის ფორმიდან გამომდინარე, ის საშუალებას იძლევა მზის ენერგია ნებისმიერი ამინდის პირობებში გამოიმუშაოს. ფოთლების ფორმა კი ეკოლოგიასა და ბუნებრივ რესურსებს უკავშირდება.

არქიტექტორების თქმით, მათ სურდათ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ კლიმატის ცვლილების აქტუალობა და ხაზი გაესვათ, რომ მზის ენერგიის გამოყენებას უდიდესი პერსპექტივა აქვს.

იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი „ხე“ ადამიანებს იმის გააზრებაში დაეხმარებათ, რომ ხეების მოჭრისა და პლანეტის განადგურების ნაცვლად რესურსების სწორად გამოყენებით ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობა სავსებით შესაძლებელია.

nudes-the-solar-tree-sustainable-observatory-tower-concept-designboom-3-1600585809.webp

nudes-the-solar-tree-sustainable-observatory-tower-concept-designboom-8-1600585834.webp

nudes-the-solar-tree-sustainable-observatory-tower-concept-designboom-9-1600585856.webp

nudes-the-solar-tree-sustainable-observatory-tower-concept-designboom-10-1600585889.jpg

nudes-the-solar-tree-sustainable-observatory-tower-concept-designboom-7-1600585915.webp

nudes-the-solar-tree-sustainable-observatory-tower-concept-designboom-1800-1600585941.webp

ბექა ბერიაშვილი