Mitsubishi მსოფლიოში პირველი სერიული ელექტრომობილის წარმოებას შეაჩერებს

იაპონური ავტოკონცერნი Mitsubishi Motors-ი მსოფლიოში პირველი სერიული ელექტრომობილის წარმოებას შეაჩერებს. ამის მიზეზი i-MiEV-ის გაყიდვების დაბალი მაჩვენებელი და კომპანიაში არსებული კრიზისული სიტუაცია გახდა.

ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, კონცენრი აღნიშნული ავტომობილის წარმოების შეჩერებას მიმდინარე ფინანსური წლის ბოლომდე გეგმავს, ანუ 2021 წლის მარტის ბოლომდე. თუმცა ამასთან, კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ დაიწყონ ახალი ელექტრომობილის წარმოება, თუ პარტნიორი Nissan მას მხარს დაუჭერს.

ხუთკარიანი ჰეჩბეკის I-MiEV-ის დებიუტი შედგა 2009 წელს და ის გახდა მსოფლიოში პირველი ელექტრო მანქანა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საშუალო შემოსავლის მომხმარებლისთვის. იგი აღჭურვილია 63 ცხენის ძალის ელექტროძრავით და ერთი დატენვით შეუძლია დაახლოებით 160 კმ-ის გავლა. მანქანა ასევე დამზადდა Peugeot და Citroen ბრენდების ქვეშ. გამოშვებიდან დღემდე I-MiEV-ის დაახლოებით 50 000 ეგზემპლარი გაიყიდა.