ინგლისში თვითოზალციის წესის დამრღვევი პირველ ჯერზე 1000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდება

დიდ ბრიტანეთში თვითიზოლაციის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ დააწესეს და მის დამრღვევს, პირველ ჯერზე, ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ძალაში 28 სექტემბრიდან შევა.

ბრძანების თანახმად, თვითიზოლაცია სავალდებულო იქნება იმ პირთათვის, რომლბსაც ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდგინდება, ასვე მათთვის, ვინც დაინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტშია.

მეორედ დარღვევის შემთვევაში, საჯარიმო ტარიფი 10 ათას ფუნტს შეადგენს.

ქვეყნის პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ვირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად, რათა ყველაზე მოწყვლადი ადამიანები არ დაინფიცირდნენ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა ახლოვდება და ქვეყანა ახალ შეზღუდვებს უახლოეს პერიოდში უნდა ელოდოს.