დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები გაიზრდება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 12 საათამდე იმუშავებს და კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, დაანონსებული თარიღი ვერ შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00სთ-დან 11:00 საათამდე მუშაობს.