ბანკები კლიენტებს 2 ტრილიონი დოლარის გათეთრებასა და სანქციების არიდებაში დაეხმარნენ

1999-2017 წლებში რამდენიმე ცნობილი ბანკი საკუთარ კლიენტებს დაეხმარა 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის არაკანონიერი შემოსავლების გათეთრებასა და სანქციებისგან თავის არიდებაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პორტალი BuzzFeed-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. საიტმა აღნიშნული ვკლევა ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების (FinCEN, Financial Crimes Enforcement Network) დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადა.

დოკუმენტში თავმოყრილია 2 ათასზე მეტი საბანკო ანაგრიში საეჭვო ოპერაციებზე. BuzzFeed-მა კი კვლევა გადასცა ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს ICIJ.

პორტალის ცნობით, ფინანსური დაწესებულებების ხელმძღვანელები თვალს ხუჭავდნენ მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო ქმედებებზე მათ თანამშრომლები აფრთხილებდნენ. ბანკები იმედოვნებდნენ, რომ საქმის გასკდომის შემთხვევაში მათ მოუწდევდათ მხოლოდ ჯარიმების გადახდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმები ისეთ ბანკებს დაუწესდათ როგორებიცაა JP Morgan Chase, HSBC, Standard Chartered, Deutsche Bank და Bank of New York Mellon, ისინი მაინც აგრძელებდნენ საეჭვო ტრანზაქციებს“, - წერს გამოცემა.

კოკა კვირკველია