ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ქონებიდან 64 გასხვისდა - რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა

სახელმწიფოს მიერ, ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ქონებიდან თებერვალ-აგვისტოს პერიოდში, 64 ობიექტი გასხვისდა,

საიდანაც ბიუჯეტმა 32 044 300 ლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებული საპრივატიზაციო ქონებების საწყისი თანხა, 28,030 მლნ ლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსისთვის“ ქონების მართვის სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიუხედავად პანდემიისა, კერძო სექტორის დაინტერესება საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ მაინც დიდია და ეკონომიკური რეცესიის პირობებშიც კი 100 შეთავაზებული ობიექტიდან, ნახევარზე მეტი, 64 გაიყიდა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქონებას, რომელიც ყველაზე ძვირად გაიყიდა:

  • თბილისში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი - 4 110 000 ლარი
  • თბილისში, პოლიციის ქუჩაზე მდებარე ობიექტი - 1 653 000 ლარი
  • სურამში, დიმიტროვის ქუჩაზე მდებარე ობიექტი - 1 150 000 ლარი
  • საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე ობიექტი - 1 500 000 ლარი
  • ხობი, ახალსოფელში მდებარე ობიექტი - 1 240 000 ლარი

ცნობისთვის,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პროაქტიული გაყიდვებისა და ეკონომიკურ ბრუნვაში ეფექტურად ჩართვის მიზნით დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს 2019 წლის სექტემბერიში 100 ახალ საპრივატიზებო ქონება შესთავაზა.

თამარ მუკბანიანი