ევროპულმა ლუქს კლასის ბრენდებმა 22 მილიარდი დაკარგეს

კორონავირუსის პანდემიის გამო ლუქს კლასის პროდუქციის ევროპულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 22,14 მილიარდი დოლარით იზარალეს. ამის შესახებ DowJones-ი 14 კომპანიის მონაცემზე დაყრდნობით წერს.

ამასთან, მათი განცხადებით, მიუხედავად ზაფხულში სიტუაციის მცირედით გამოსწორებისა, სექტორი ნაკლებ სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდება.

მონაცემების თანახმად, ფრანგულმა LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE წლის პირველ ნახევარში 7,79 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა.

Kering SA-ს შემოსავლებმა კი 2,65 მილიარდით იკლო, ამ ჯგუფში შედის ისეთი ბრენდები როგორიცაა Gucci, Saint Laurent, Balenciaga და Bottega Veneta.

შვეიცარულმა Compagnie Financiere Richemont SA, რომელიც ფლობს ბრენდებს Buccellati და Cartier, პირველ 6 თვეში 2,62 მილიარდი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღეს. ხოლო Ray-Ban -მა 3 მილიარდით იზარალა.

„ლუქს კლასის პროდუქციაზე ბოლო თვეებში მოხმარების ზრდამ სასიამოვნოდ გაგვაოცა როგორც ჩინელ, ასევე ამერიკელ მომხმარებლებში, თუმცა ტურიზმის ნაკლებობა ამ დარგზე არსებით გავლენას ახდენს. შედეგად ველოდებით, რომ წელს ეს კლება 5-10 პროცენტის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა Credit Suisse-ის ანალიტიკოსმა გაი გოვილმა.

კოკა კვირკველია