ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა Ryanair-მა Ryanair-მა რეისიების რაოდენობა რეგულაციების მუდმივი ცვლილებების გამო შეამცირა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებების მუდმივად ახალი რეგულაციები ადმიანებში ბილეთების დაჯავშნას ამცირებს.
ოქტომბერში კომპანია გეგმავს არსებული ფრენების 20%-ით შემცირებას.
Ryanair-ში ფიქრობენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრენებს 40%-იან დატვირთვას განახორციელებენ, მაშინ როცა აქამდე ნავარაუდევი იყო 50%-ით დატვირთვა, ხოლო აგვისტოში სამიზნე მაჩვენებელი შეადგენდა 70%-ს.
Ryanair-ის აქციებზე ფასი პარასკევის ვაჭრობისას 5,1%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი 18,2%-ით არის გაუფასურებული.