2020 წლის 19 სექტემბერს "ფორმულას" სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს:
სიუჟეტი ნუცუბიძეზე მდებარე სამშენებლო ობიექტს ეხებოდა და ის რამდნეიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. ჩვენი მოქალაქეების წინაშე ვალდებულები ვართ გავავრცელოთ ზუსტი ინფორმაცია და არ დავადასტუროთ შემდეგი:
1. ნუცუბიძეზე კომპანია "ანაგი" არ აშენებეს ცათამბჯენს, როგორც ეს სიუჟეტში იქნა გაჟღერებული. მიმდინარე პროექტი 1 სართულიანი, 200 კვ.მ ფართის შენობის სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს;
2. მშენებლობის მიმდებარედ არსებულ პარკთან კომპანია "ანაგს" არ აქვს რაიმე ტიპის კავშირი. ჩვენი ინფორმაციით პარკი სახელმწიფოს საკუთრებაშია და „ანაგის“ მიერ არ იგეგმება პარკის კუთვნილ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოების წარმოება;
3. პროექტის დამკვეთთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოები ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის დაკვეთით მიმდინარეობს, სიცრუეა. "ანაგი" არ ადასტურებს ოთარ ფარცხალაძესთან რაიმე სახის კავშირს. დამკვეთთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯაროა და დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომი;
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 30 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და მისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არ განუხორციელებია და არ განახორციელებს არავითარ უკანონო და რაიმე ტიპის საფრთხის შემცველ მშენებლობას.
(R)