5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7, 022 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი კი 2.1%-ით, ხოლო ექსპორტი 21.4%-ით შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში:

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 70 150 800 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 68 117 900 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 26 519 700 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 19 194 000 დოლარი
  • ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 17 093 900 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 86 763 900 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 68 880 400 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 24 402 800 დოლარი
  • მზესუმზირის ზეთი - 20 833 400 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები - 19 141 800 დოლარი
ლიკა ამირაშვილი