კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. პაციენტი ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
დეტალურ ინფორმაციას კლინიკა ცოტა ხანში გაავრცელებს.