ჩინური კომპანია Huawei შესაძლოა, გერმანიაში მეხუთე თაობის ქსელის შექმნის პროექტიდან გამოირიცხოს. ამის შესახებ გერმანული Die Welt-ი წერს.
გაზეთის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ მოამზადა ახალი კანონპროექტი IT-უსაფრთხოებაზე, რომელიც შედგება ცალკეული კრიტერიუმებისგან, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უცხოური კომპანია გერმანიაში მეხუთე ქსელის ინტენერტ კავშირის შექმნისთვის. აღნიშნული კანონპროექტი ბუნდესთაგს უახლოეს დღეებში წარედგინება.
როგორც გაზეთი წერს, ეს კრიტერიუმები იმდენად მკაცრია, რომ ჩინურ Huawei-ის არ აქვს შანსი პროექტში ჩართვის.
კორპორაცია Huawei, როგორც ხაზს უსვამს Welt-ი, სთავაზობს გერმანიას არა ძვირადღირებულ და ტექნიკურად არასრულყოფილ პროდუქციას. კრიტიკოსების აზრით, მსგავსი მოწყობილობების გამოყენება უსაფრთხო არ არის. კონკრეტულად კი სკეპტიკოსების აზრით, ჩინეთს შეუძლია ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ჩაერიოს ისეთი სტარტეგიული სფეროების მუშაობის პროცესში როგორიცაა ელექტროსადგურები და საავადმყოფოები.
როგორც გამოცემა წერს, ამ მომენტისთვის კანონპროექტი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის და მასზე ქვეყნის საგარეო უწყებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მსჯელობენ.
შეგახსენებთ, 29 იანვარს ევროკომისამ გამოაქვეყნა ევროკავშირის ტერიტორიაზე 5G ქსელის საგზაო რუკა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის შეუზღუდავდა უცხოურ კომპანიებს ამ პროექტში ჩართვას უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე.