"ეს უკვე იქნება კორუფცია და ლარის კურსით თამაში ვიღაცეების სასარგებლოდ"

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება. როგორც ის "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, თუ სებ-ი ისეთივე სიზუსტით განახორციელებს ინტერვენციებს, როგორც გასულ კვირას, "ეს უკვე იქნება კორუფცია და ლარის კურსით თამაში ვიღაცეების სასარგებლოდ".

"ბიზნესპრესნიუსი" რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვაფრთხილებ ეროვნულ ბანკს: ამ დღეებში რომ ინტერვენციებს განახორციელებს, ეს ისეთივე სიზუსტეა, როგორც ორჯერ ორი უდრის ოთხს. თუ ეს განახორციელა ისე, როგორც მოხდა გასულ კვირას, ოთხშაბათს, როცა ეროვნულმა ბანკმა ჯერ გასცა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხები 2 მილიარდი ლარის ოდენობით, მერე გამოიტანა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი და აღებული სესხებით შეიძინეს ბანკებმა ეს დოლარები, ამას უკვე არ შევაფასებ როგორც შეცდომას და არაკომპეტენტურობას. ეს უკვე იქნება კორუფცია და ლარის კურსით თამაში ვიღაცეების სასარგებლოდ. ველოდები ოთხშაბათს",-წერს რომან გოცირიძე.

ნინი ქეთელაური