209.1%-ით გაზრდილი ექსპორტი - პროდუქტები, რომელსაც ჩინეთში ვყიდით და ვყიდულობთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7, 022 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი კი 23.2%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 209.1%-ით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში:

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 244 455 100 დოლარი
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 24 105 700 დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 8 630 100 დოლარი
  • მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 5 529 600დოლარი
  • დაუმუშავებელი ალუმინი - 2 656 400 დოლარი

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 15 450 100 დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15 120 600 დოლარი
  • ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 10 331 500 დოლარი
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 8 682 900 დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 7 895 300 დოლარი

ლიკა ამირაშვილი