ეროვნული ბანკი ხვალ 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს.

მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე ჯამში, 409 650 000 დოლარი გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკორდი მოსხნა. ამაზე მეტი დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში 331 მილიონ 200 ათასი დოლარი გაიყიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელთან შედარებით, 2010 წელს სებ-ს დოლარი ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოჰქონდა. ყველაზე მინიმალური მოცულობის თანხა 2 მილიონი დოლარი იყო, მაქსიმალური კი 20 მილიონი. ხოლო წელს, მინიმალური იყო 20 მილიონი დოლარი, მაქსიმალური კი 40 მილიონი.

თაია არდოტელი