ბრიტანეთმა შესაძლოა, tax free გააუქმოს

ბრიტანეთმა შესაძლოა, tax free გააუქმოს. როგორც BBC წერს, ხელისუფლების ახალი გეგმა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დღგ-ს უკან დაბრუნების სისტემაზე უარის თქმას ითვალისწინებს, 31 დეკემბერს უნდა ამოქმედდეს.

ხელისუფების ამ გადაწყვეტილებას ტურისტული და რითეილ ბიზნესის კრიტიკა მოჰყვა.

„მთავრობის გეგმის მიხედვით, უცხოელი ვიზიტორებისთვის გადასახადებისგან გათავისუფების სისტემა tax free-ს გაუქმება, შესაძლოა, მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაჯდეს, რის გამოც 700 000 სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ აღმოჩნდება“,-ამის შესახებ Marks & Spencer-ის, Heathrow-ისა და Selfridges-ის ხელმძღვანელების ერთობლივ წერილშია აღნიშული.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტები ბრიტანეთში ყოველწლიურად 3,5 მლრდ გირვანქა სტერლინგის შენაძენს აკეთებენ, საიდანაც თანხის ნაწილს უკან იბრუნებენ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ფულადი ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ამასთან, თაღლითობის მრავალი შესაძლებლობა არსებობს.

„ტურისტები დიდი შენაძენისთვის მასობრივად ჩამოვიდნენ ლონდონსა და ედინბურგში. დღგ-ს გაუქმების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც Tax free-ს სისტემა არ ექნება, რაც კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს პანდემიით დაზარალებულ ტურიზმის ინდუსტრიას, ვიზიტორები შოპინგისთვის სხვა ქვეყნებში გაემგზავრებიან“,- ასეთია ბიზნესმენების პოზიცია.

VisitBritain-ის ანგარიშის თანახმად, უცხოელმა ვიზიტორებმა 2018 წელს ბრიტანეთში 6 მლრდ ფუნტი დახარჯეს, საიდანაც tax free-ს სისტემით 2,5 მლრდ ფუნტი დღგ-ს სახით უკან დაუბრუნდათ.

ნინი ქეთელაური