მინისტრები, რომლებიც ანგარიშებს უცხოეთის ბანკებში ფლობენ

ქართველი მინისტრების ნაწილი, საქართველოს გარდა, ანგარიშებს უცხოეთის ბანკებშიც ფლობენ. კერძოდ, როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ მათ მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან გაარკვია, ფინანსთა და განათლების მინისტრებს გარკვეული თანხა ბრიტანულ და ამერიკულ ბანკებშიც უფიქსირდებათ.

კერძოდ, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს გარდა, HSBC (ბრიტანეთი) ბანკში ფლობს 248 900 აშშ დოლარს. ხოლო, მიხეილ ჩხენკელს PNC (აშშ) ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 5675,91 აშშ დოლარი აქვს.

ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2019 წლის 31 მაისამდე, სახელფასო ბარათს ფლობდა SwedBank-ში, სადაც ამჟამად 7,13 ევროა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ თეა ახვლედიანი მინისტრობამდე ესტონეთში საქართველოს ელჩი იყო.

რაც შეეხება სხვა უწყებების მინისტრებს, ისინი ანგარიშებს, ძირითადად „ქართუ ბანკში, „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ ფლობენ.

ნინი ქეთელაური