ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს რომ საწოლფონდიდან 3200 საწოლია მობილიზებული, საიდანაც 500 თავისუფალია.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი ჰოსპიტალურ მომსახურებას მიიღებს.
„ჯანდაცვის სისტემას საწოლფონდი მობილიზებული აქვს, დღეს 3200 საწოლია მობილიზებული და უკვე გაშვებულია 2522 საწოლი, ამასთან აქედან თავისუფალია 500-ზე მეტი.
არ არსებობს, რომ თუ ადამიანს ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება, ვერ მიიღოს“, - განაცხადა გაბუნიამ.