შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, მეორადი მოხმარების ლითონის ჯართი გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 78,677 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.