0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში - პანდემიის დროს შექმნილი ქართული სტარტაპი მომხმარებელს საკმაოდ უჩვეულო წინადადებას სთავაზობს. საუბარია, mrkt-ის აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაყიდოს ან იყიდოს ნივთი.
ამასთან, აპლიკაციის „ეპლის“ და „გუგლის“ სთორებიდან ტელეფონში ჩამოტვირთვა სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, ეს არის ამერიკული კომპანიის შვილობილი, სოციალური კომერციის პლატფორმა, რომელიც ქართულ ბაზარზე სატესტოდ ერთი თვის წინ გამოჩნდა.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი შოპინგ პლატფორმების ეთიკურ ჭრილში გააქტიურება. ამასთან, ინდივიდუალური “სელერების” დახმარება, მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნა და რაც მთავარია, ექსპორტის ხელშეწყობა.
სწორედ ამიტომ, ექსპორტის და საერთაშორისო ბაზრის აქტუალობის გამო აპლიკაციაში კომერციის წარმოება უცხოურ ვალუტაში ხდება.
კომპანიამ გადაწყვიტა, რომ 22 სექტემბრიდან ახალ წლამდე, 100 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს მოუხსნას საკომისიო. ეს იმას ნიშნავს, რომ “სელერები” პლატფორმაზე კომერციის წარმოებას, 1 იანვრამდე სრულიად უფასოდ შეძლებენ.
ამასთან, უფასო იქნება 100 დღის განმავლობაში 3 კილოგრამამდე საერთაშორისო და ასევე შიდა ამანათების გაგზავნაც.
„საქართველოდან მსოფლიო მასშტაბით გზავნილების მიმოსვლის სირთულის და მაღალი ფასების გამო, მცირე ბიზნესს, ინდივიდუალურ მეწარმეებს თუ არტისტებს დღეს არ აქვთ პროდუქციის ფართო მასშტაბით რეალიზაციის საშუალება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ გზავნილების სუბსიდირება იქნება როგორც აღნიშნული პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა და ექსპორტის ხელშეწყობა, ასევე არტისტების, სხვა ლოკალური “სელერების” თუ ადგილობრივი წარმოების წახალისება“,-აცხადებენ კომპანიაში.
(R)