სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობაში ხელფასები 8.4%-ით შემცირდა.
მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასები 6,8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მანქანა-დანადგარებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. სტატისტიკის მიხედვით, ფასები ფაქტობრივად, არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 27,717 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20 მილიონი დოლარით მეტია.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე