სათამაშო ბიზნესი ციფრებში - ვის შეუმცირდა და გაეზარდა ბრუნვა

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იკლებს. 2020 წლის 8 თვეში ამ სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 81.2%-ით შემცირდა.

კლების დიდი წილი, მიწის კაზინოებზე მოდის. მხოლოდ უმნიშვნელოდ, 1.8%-ით არის შემცირებული ონალიან კაზინოების მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელი. რაც შეეხება წამახალისებელი გათამაშების წილს, ზრდა მხოლოდ მას შეეხო.

როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში სათამაშო ბიზნესმა მოსაკრებლის სახით 12.377 მილიონი ლარი შეიტანა, რაც 81.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 8 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 65.909 მილიონი ლარის მოცულობის მოსაკრებელი გადარიცხა.

ამავე მონაცემების მიხედვით, შემცირების ძირითადი წილი, მიწის კაზინოებზე მოდის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან და წამახალისებელი გათამაშებებიდან კი მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში გადარიცხული თანხა უმნიშვნელოდ შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან ბიუჯეტში 6.305 მილიონი ლარი შევიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6.192 მილიონი ლარი. წამახალისებელი გათამაშებებიდან კი ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა გაიზადა. თუ 2019 წლის ინავარ-აგვისტოში მონაცემი 4.334 მლნ იყო, 2020-ში 5.183 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან 5.827 მლნ ლარი შევიდა. შარშან 8 თვეში სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით 35. 470 მილიონი ლარის მოსაკრებელი შევიდა.

ამასთან, 508.890 მლნ ლარით შემცირდა კლუბის მაგიდიდან ბიუჯეტში შესული მოსაკრებლის მოცულობა. კლუბის მაგიდიდან წელს ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით შევიდა 58.024 მლნ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში კი 566.914 მილიონი ლარი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები 18 მარტს დახურეს.

თამარ მუკბანიანი