პანდემიისგან დაზარალებული ამერიკის ეკონომიკა იმაზე სწრაფად ადგას აღდგენის გზას, ვიდრე ქვეყნის ისტორიაში რომელიმე კრიზისის შემდგომ. ამის შესახებ აღნიშნულია ქვეყნის ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებაში.
„ამერიკაში ფიქსირდება ეკონომიკური აღდგენის ყველაზე მაღალი ტემპი, ვიდრე რომელიმე სხვა კრიზისის შემდგომ ოდესმე გვქონია ქვეყანაში“ - ნათქვამია მნუჩინის წერილობით განცხადებაში.
მისივე თქმით, აგვისტოს ანგარიში მოწმობს, რომ აპრილიდან მოყოლებული აღდგა 10,6 მილიონი სამუშაო ადგილი, რაც 50%-ა პანდემიის გამო დაკარგული ადგილებიდან.
„მე მჯერა, რომ მესამე კვარტალში ჩვენ დავინახავთ გრანდიოზულ ზრდას, რომელიც გამყარებული იქნება მყარი ვაჭრობით, წარმოების ზრდითა და საქმიანი აქტივობების გაზრდით“, - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ამავდროულად აგრძელებს მუშაობას კონგრესთან, რათა მიიღოს ეკონომიკის მასტიმულირებელ ახალ პაკეტზე თანხმობა.
„ვფიქრობ, მიზნობრივი პაკეტი ჯერ კიდევ აუცილებელია. ადმინისტრაცია მზადაა ორპარტიანი შეთანხმებისთვის“, - განმარტა მან.