ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei, ამ დროისთვის ამერიკის მხრიდან სერიოზული წნეხის ქვეშაა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახლა მათი მთავარი ამოცანაა გადარაჩენა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გო პინმა შანხაიში გამართულ ღია კონფერენციაზე Huawei Connect 2020 სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც თქვენ ყველამ იცით, Huawei იმყოფება რთულ სიტუაციაში. განუწყვეტელმა აგრესიამ ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ჩვენზე წნეხი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ მომენტისთვის ჩვენი მიზანია გადავრჩეთ“ - განაცხადა მან და გამოსვლისას გაიხსენა ალექსანდრე დიუმას სიტყვები „კაცობრიობის მთელი სიბრძნე თავსდება ორ სიტყვაში - მოლოდინი და იმედი“
როგორც კომპანიის მმართველმა განაცხადა, კომპანიისთვის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სექტორს უდიდესი ზრდის პოტენციალი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოები და ხელისუფლებები აქტიურად არიან გაციფრულების პროცესებში ჩართული. „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ ახალი ფურცლის გადაშლას პარტნიორებთან“, - განაცხადა მან.
გო პინის განცხადებით, ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესებამ მნიშვნელოვნად გაართულა კომპანიის წარმადობა და ოპერაციული საქმიანობა და იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას.