სებ-მა ბაზარს კიდევ 40 მლნ დოლარი მიაწოდა

2020 წლის 23 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე ჯამში, 449 650 000 დოლარი გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკორდი მოსხნა. ამაზე მეტი დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში 331 200 000 დოლარი გაიყიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელთან შედარებით, 2010 წელს სებ-ს დოლარი ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოჰქონდა. ყველაზე მინიმალური მოცულობის თანხა 2 მილიონი დოლარი იყო, მაქსიმალური კი 20 მილიონი. ხოლო წელს, მინიმალური იყო 20 მილიონი დოლარი, მაქსიმალური კი 40 მილიონი.