საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის აბონენტებს, ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით SAFE YOU სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ. შედეგად, ხსენებული აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ ეხარჯება ინტერნეტი და სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. SAFE YOU აპლიკაციის პროექტის ავტორი საქართველოში ორგანიზაცია საფარია.
SAFE YOU მობილურის საერთაშორისო აპლიკაციაა, რომელიც ქალებს იცავს ძალადობისგან. აპლიკაციას გააჩნია ე.წ. SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც ქალს შუძლია საფრთხეში აღმოჩენის და თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის რომ მის მიერვე წინასწარ დადგენილ კონტაქტებთან, დახმარებისთვის ხმის მიწვდენა შეძლოს. SOS ღილაკზე ერთი დაჭერით, განგაშის უფასო სიგნალი ერთდროულად იგზავნება წინასწარ შეყვანილ სანდო საკონტაქტო პირებთან, სპეციალიზირებულ ქალთა ორგანიზაციებთან და, სურვლისამებრ პოლიციასთანაც. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას ასევე შეუძლია ხმის აუდიო ჩაწერა, შენახვა და გადაგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლს ექნება დასტური იმისა, თუ რა ფორმით განხორციელდა მასზე ძალადობა. SAFE YOU -ში ასევე შექმნილია ფორუმის ანონიმური სივრცე, სადაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხს და რჩევას პროფესიონალები იძლევიან. SAFE YOU -ში არსებული ქსელის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია არასამთვრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, ფსიქოლოგებისა და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მოძიება, რომლებიც პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლებს პრობლემების გადაჭრაში.
SAFE YOU -ს ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემის სმარტფონებზე: https://bit.ly/318nSsl (ანდროიდი); https://apple.co/2Z7s3Cq (iOS).
ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა, მათ შორის განათლების და ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და მათთვის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.