„ეკონომიკა ნახევრად პრაქტიკულად გაჩერებულია“- გიორგი ქობულია ლარის გაუფასურებაზე

ეკონომიკა ნახევრად (და განსაკუთრებით ეკონომიკის ის ნაწილი, რომელსაც ვალუტა შემოაქვს ქვეყანაში), პრაქტიკულად გაჩერებულია“,- ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცახადა.

აღნიშულით ის კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებსა და ლარის გაუფასურებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პირველ კვარტალში, პანდემიის მხრივ, ქვეყანაში ვითარება გაცილებით უკეთესი იყო, რაც შეეხება მეორე კვარტალს, უცხოელი ტურისტების არარსებობამ, ლარის კურსზე შესაბამისი გავლენა იქონია.

ამასთან, გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ პანდემიის მართვის მიმართულებით, გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან უხეში შეცდომები არ დაშვებულა.

„ყველამ ჩვენ სინდისში უნდა ჩავიხედოთ და მივხვდეთ, რომ ასეთ სიტუაციაში იმ ადამიანების გვერდიდან გაკრიტიკება, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, ძალიან მარტივია. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ შეცდომები დაუშვეს, საზღვარი უფრო ადრე უნდა გაეხსნათ და აშ. თუმცა, მიამჩნია, რომ ეს არასამართლიანი საუბარია.

მე ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად, მიყვებოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს და არაფერი უხეში შეცდომა არ იყო დაშვებული.

პირველ კვარტალში მეტ-ნაკლებად ყველაფერი კარგად იყო, ამიტომ ამან თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს ეკონომიკაში, ზრდა კარგი იყო. მეორე კვარტლის დასაწყისიდან ეკონომიკის ნახევარი ფაქტობრივად გაჩერებულია. ამიტომ, ამას რა თქმა უნდა, აქვს შედეგი. გარდა ამისა, პირველ კვარტალში ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დიდი დახმარება, რამაც ფსიქოლოგიური გავლენაც მოახდინა ინვესტორებზე, ასევე, მოსახლეობაზე. შედეგად, ეს კიდევ რაღაცნაირად ინარჩუნებდა ლარის კურსს. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც ეკონომიკა ნახევრად (და განსაკუთრებით ეკონომიკის ის ნაწილი, რომელსაც ვალუტა შემოაქვს ქვეყანაში), პრაქტიკულად გაჩერებულია. ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმი გაჩერებულია. აქ არის ძალიან მარტივი ბალანსი, არის დოლარი და არის ლარი, მაგრამ უცხოური ვალუტა არის ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო ადრე. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს აყენებს დარტყმას ლარს“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ნინი ქეთელაური