იტალიაში, შესაძლოა, მიზნობრივი კარანტინი დაწესდეს

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, მიზნობრივი, ლოკალური კარანტინი დაწესდეს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ la Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.

„ამჟამად იტალიაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში და ჩვენ უკეთესადაც ვართ მომზადებული, ჯანდაცვის სისტემაც გაცილებით უკეთ არის მომზადებული“, - განაცხადა კონტემ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში, საერთო ჯამში, კოვიდ-19-ის 300 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 35 758 ადამიანი დაღუპულია.