ლონდონის ბირჟაზე დალისტული 3 ქართული კომპანიის ჯამური ღირებულება 1,14 მლრდ ფუნტი სტერლინგია. ამ ეტაპზე ყველაზე ძვირი TBC Bank Group-ია, მისი კაპიტალიზაცია 551,56 მლნ მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიით არის წარმოდგენილი, ესენია - TBC (თიბისი ბანკის ჯგუფი), Bank Group, BGEO (საქართველოს ბანკის ჯგუფი) და CGEO (საქართველოს კაპიტალი). სამივე ერთად ბაზარზე 1,14 მლრდ გირვანქა სტერლინგი ღირს.
TBC -ის კაპიტალიზაცია 551,56 მლნ ფუნტი სტერლინგია, BGEO-ს - 426,79 მლნ ფუნტი სტერლინგი და CGEO-ს ღირებულება 167,42 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება კომპანიების აქციების ღირებულებას, ბოლო 6 თვის განმავლობაში ასე შეიცვალა: TBC-ის აქციების ღირებულება 7,75-დან 10 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO) ერთი აქცია 8,68 გირვანქა ღირს, მაშინ, როცა 6 თვის წინ ერთი აქციის ფასი 7,24 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. რაც შეეხება CGEO-ს აქციებს, ის ბოლო 6 თვის განმავლობაში დაღმავლობის ტრენდს ინარჩუნებს და 3,7-დან 3,4 ფუნტ სტერლინგამდე შემცირდა.