CNBC: JPMorgan-ი ძვირფასი ლითონების ფასების მანიპულირებისთვის მილიარდიან ჯარიმას გადაიხდის

ამერიკული ბანკი JPMorgan Chase გადაიხდის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ჯარიმას, რათა მოაგვაროს აშშ ფედერალური ხელისუფლების მოთხოვნები ძვირფასი ლითონებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე მანიპულაციებში მონაწილეობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება შესაძლოა, ამ კვირაშივე გაკეთდეს. საჩივრები JPMorgan Chase-ის წინააღმდეგ არის აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში, აშშ- ს ფედერალურ ფასიანი ქაღალდების და გაცვლის ფედერალურ კომისიასა და საქონლის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიაში.

გამოცემის თანახმად, საუბარია ნიუ-იორკის, ლონდონისა და სინგაპურის ბროკერების ჯგუფზე, რომლებიც მანიპულირებდნენ ფასებით ძვირფასი ლითონებისა და საფონდო ბირჟებზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბერში JPMorgan Chase აშშ-ს ხელისუფლებამ დააჯარიმა 264 მილიონი დოლარით აშშ-ს საგარეო კორუფციული პრაქტიკის კანონის დარღვევის გამო.