„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობაა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, 21 აგვისტოს მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, ჯამში 3 000-მდე სესხი გაიცა. საუბარია, დაახლოებით, 280 მლნ ლარზე.
„იპოთეკური სესხები სუბსიდირების ქვეშ გაცემულია უკვე 3 000-მდე სესხი. დაახლოებით, საუბარია 280 მლნ ლარზე. აქედან 20% არის როგორც სუბსიდირებაში, ისე საკრედიტო საგანატიო სქემაში.
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობაა. მიუხედავად იმისა, რომ გარვეულწილად მეორე ტალღის ნიშნებიც არის.
ეს არის 21 აგვისტოს დაზუტებული მონაცემები. თუმცა, ახლაც აქტურად მიდის განაცხადების მიღება და სესხების დამტკიცების პროცესი. 3 000-მდე სესხი არის ის მონაცემი, რომელმაც უკვე გაიარა ვერიფიკაცია სუბსიდირებაზე“,-განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ბანკებს, რომლებმაც სესხები გასცა, როგორც ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ამ დროისთვის უკვე 10 ბანკია ჩართული, სადაც გაცემული სესხების რაოდენობით „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს.
„უკვე 10 ბანკი გასცემს აღნიშნულ სესხებს. თავიდან იყო - 7. ეს ბანკებია: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ვითბი ბანკი“, „ბაზისბანკი“, „ტერაბანკი“, „პროკრედით ბანკი“, „კრედო“, „ხალიკ ბანკი“ და „იშბანკი“. დღეის მდგომარეობით, პროექტში გაცემული სესხებით „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს“,-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
შეგახსენებთ, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობამ 2020 წლის მაისში წარადგინა. კომერციულმა ბანკებმა კი სახელმწიფო პროგრამით სესხების გაცემა ივლისიდან დაიწყეს.
პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:
სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას: