აჭარაში რესტორნები 22.00 საათიდან დაიხურება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

„ხვალიდან 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.