უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში შენარჩუნდება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში შენარჩუნდება.

მისივე განმარტებით, აჭარაში ყველა საფეხურის სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

„ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურად განახლების შესახებ უკვე უახლოეს მომავალში გაცნობებთ“,-განაცხადა მინისტრმა.