Teckstars-ის სტარტაპ კვირეული 28 სექტემბერს დაიწყება

eckstars-ის სტარტაპ კვირეული 28 სექტემბერს დაიწყება და 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გადასცემს.

Techstars Startup Week 2010 წელს კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო. პროექტს საფუძველი ენდრი ჰეიდმა ჩაუყარა. სტარტაპ კვირეული სწრაფად გახდა პოპულარული და მალე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

2010 წლიდან დღემდე ღონისძიებამ ათასობით მეწარმეს უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მათ შორისაა სიეტლი, ლონდონი, ბარსელონა, ბანგკოკი და კიდევ 80 სხვა ქალაქი, რომელთაც ახლა უკვე თბილისიც შეუერთდა.

Teckstars-ის სტარტაპ კვირეული კონფერენციებს, ვორკშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს, შეხვედრებსა და სხვა მრავალ ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განვითარებას.

ღონისძიებები ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში ჩატარდება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, მიიღონ არაფორმალური განათლება და მოუსმინონ სამოტივაციო გამოსვლებს.

კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შეეძლებათ, თვითონ აირჩიონ მათთვის საინტერესო შინაარსის ღონისძიებები.

Techstars Startup Week Georgia-ს ფარგლებში უკვე დადასტურებული ღონისძიებებია: NASA Space Apps Challenge, Online Seedstars Tbilisi Competition, ProductTank Tbilisi, Data Science Tbilisi Meetup,Fuckup Nights Tbilisi, Slack Platform Community Tbilisi Chapter - official launch eetup, დისკუსიები წიგნების სერია "ლურჯი ოკეანე" მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის შესახებ დამრავალი სხვა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო GITA, თბილისის მერია, სექტორი 3 • Sector 3 და Prodemos • პროდემოსი.

Techstars Startup Week Georgia-ს ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.

Facebook link: https://www.facebook.com/events/3223718214363163?active_tab=about