თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 2 774 000 ლარს (850 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნეულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 885 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი 1000 კვ.მ. ამათან, სახლს აქვს 15 ოთახი, აქედან 8 საძინებელი.
"სახლი გაყოფილია ორ სრულიად იზორილებულ საცხოვრებელ ბინად; 15 ოთახი, 8 საძინებელი ავეჯით, 2 სტუდიოს ტიპის დიდი მისაღები ოთახი ავეჯით; ჩაშენებული იტალიური 2 სამზარეულო აღჭურვილი სამსუნგის უახლესი მოდელების სრული საყოფაცხოვრებო ტექნიკით; 7 სველი წერტილი (ჯაკუზით, დუშკაბინით). სახლში არის იზოლირებულად დამონტაჟებული იტალიური გათბობის სისტემა, იატაკის გათბობა. მშენებლობისას გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალა. შენობა დაცულია თბოიზოლაციით. მე-3 სართულზე 212კვ.მ. პანორამული ტერასა თბილისის ხედებით, 2 ტექნიკური ოთახი საქვაბე, 4 დიდი აივანი-ტერასა, ბევრი საზაფხულო ფართი.
ასევე ეზოში დგას 170 კვ.მ. სახლისგან დამოუკიდებელი შენობა სადაც არის განთავსებული: მარანი, სატრაპეზო, ფიტნეს დარბაზი, საუნა, გასართობი ოთახი. დამატებით 2 იზოლირებული ავტოფარეხი 4 ადგილით; ყველა კომუნიკაცია, დენი, წყალი, კანალიზაცია, გაზი, ინტერნეტი დაერთებულია. ეზოში მსხმოიარე ხეხილი და ვენახი. აუზი 11*6 მეტრზე",-ნათქვამია განცხადებაში.