ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლით გზაზე კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) 420 მეტრის სიმაღლის ხიდი ააშენა, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები აქვს. ამის შესახებ კომპანია ფაუერჩაინა/სინოჰიდროდან იუწყებიან.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოსთან მსგავსი მიმართულებით თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.
„აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4 ზოლიანი გზაა უკვე გახსნილია. მთლიანი პროექტი ოქტომბრის ბოლოს ჩაბარდება და 13-ივე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) წარმატებით განახორციელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის შედეგად, ქალაქი ხაშური საცობებისგან მნიშვნელოვნად განიტვირთა, ტრანზიტული მოძრაობა კი სრულად ახალ გზაზე გადავიდა. გარდა ამისა, განახევრდა ამ ტერიტორიაზე გადაადგილების დროც.
თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ხაშურის შემოვლით გზას უკავშირდება, უნიკალური ხიდია. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრის სიმაღლის ხიდი, რომლის უნიკალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ ის საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა. კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ხიდი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ააშენა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოსთან მსგავსი მიმართულებით თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. ხიდის სამშენებლო სამუშაოებზე დაკავებულები იყვნენ როგორც უცხოელი, ისე - ადგილობრივი სპეციალისტები.
POWERCHINA (ფაუერჩაინა) 2020 წელს იკავებს 157-ე ადგილს Fortune Global 500-ის რეიტინგში. გარდა ამისა, ამავე წელს, კომპანიამ 150 დიზაინერულ ფირმას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალური საწარმოების, სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრაციის კომისიის მიერ POWERCHINA ექვსი წლის განმავლობაში სახელდებოდა ა კლასის მეწარმედ. კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში, ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს როგორც ჩინეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.