მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების სტაციონარში მოთავსების დრო, შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის, სტაციონარში მოთავსების დროის შემცირებაზე, ჩვენ ვუყურებთ მსოფლიო პრაქტიკას და ტენდენციას, რაც შემდეგ გადმოგვაქვს. იგივე იყო კარანტინთან დაკავშირებით, როდესაც კარანტინი 14 დღე იყო, თუმცა დავაკვირდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და შევამცირეთ 8-დღემდე საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.