საქართველოს ყოველი მე-7 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს - სად უჭირს ხალხს ყველაზე მეტად

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 13,2% საარსებო შემწეობას იღებს. ამის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს მონაცემებშია აღნიშნული.

ანუ გამოდის, რომ დაახლოებით, ყოველი მე-7 ადამიანი საყოფახოვრებო დახმარებას იღებს.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 138,483 ოჯახი და ჯამში, 493,088 ადამიანი იღებს. შემწეობაზე გადარიცხული თანხა კი - 28,136,964 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება რეგიონებს, აგვისტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი - 104,143 ადამიანი იღებს შემწეობას თბილისში; მას მოსდევს - 64,554 ადამიანით იმერეთი; მე-3 ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც 62,510 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას. სხვა რეგიონებს რაც შეეხება, სტატისტიკა ასეთია:

  • ქვემო ქართლი - 54,325 ადამიანი;
  • კახეთი - 50,699 ადამიანი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 48,151 ადამიანი;
  • შიდა ქართლი - 46,494 ადამიანი;
  • გურია - 20,890 ადამიანი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 15,211 ადამიანი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13,456 ადამიანი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 12,655 ადამიანი.
თაია არდოტელი