1 ევროს ფასი ზოგიერთ ჯიხურში 4 ლარამდე ავიდა - რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:16 საათისთვის ერთი დოლარი 3.3600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3175 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 24 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2897 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

12:00 საათის მონაცემებით, საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 3.35-3.38 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 3.32–3.336 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 3.897-3.992 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 3.846-3.89 ლარად შეგიძლიათ.

ვაკეში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 3.34-3,353 ლარის ფარგლებში; ხოლო გაყიდვას 3.32 ლარის ფარგლებში შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - -3.89-3.905 ლარად; ხოლო გაყიდვა - 3.865-3.87 ლარად შეუძლიათ.

რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 3.34-3.375 ლარად, გაყიდვა კი - 3.29-3.335 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს 3.88-3.94 ლარად იყიდით, გაყიდვით კი - 3.82-3.89 ლარად გაყიდით.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

თაია არდოტელი