ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4, 466 ტონა თხილი, რაც 74%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სადაც ქართული თხილი გადის, ასე გამოიყურება:
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში:
"წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.
სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.
კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.