საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კერძოდ, კომიტეტის სხდომაზე "მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ" კანონპრექტს, რომლის ავტორი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია, მხარი არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა.

ცნობისთვის, კანონპროექტი პარლამენტში 2019 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. ცვლილებების თანახმად, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის 45 პროცენტის ოდენობით. ასევე განისაზღვრება საათობრივი ანაზღაურებაც. პროექტი არ ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომელთაც 500 000 ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვა აქვთ.