საქართველოდან 2020 წელს 5.7 ათასის ღირებულების 5.5 ტონა ნესვის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემს, თითქმის ორჯერ აღემატება. გასულ წელს საქართველოდან 3.4 ათასი დოლარის ღირებულების 2 ტონა ნესვი გავიდა ექსპორტზე.
გასაღების ბაზრები, როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს უცვლელია და ახლო სამეზობლოს არ სცდება.
საქსტატის მონაცემები ასეთია:
- სომხეთში 4.9 ათასი დოლარის ღირებულების (4.9 ტონა ნესვი)
- აზერბაიჯანში 0.8 ათასი დოლარის ღირებულების (600 კგ ნესვი)