„იყავით მეოცნებენი“ - როგორ გახდა იემენელი მიგრანტი Forbes-ის ათეულის პირველი აზიელი მილიარდერი

ისტორიაში პირველად, ინდოელი ბიზნესმენი მსოფლიოს ათ ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მოხვდა. მსოფლიო პანდემიისას მუკეშ ამბანი ერთადერთი აზიელი ბიზნესმენია, რომელიც ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების ათეულში პირველად გამოჩნდა.

მუკეშ ამბანი თავმჯდომარეობს და მართავს 88 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე, ნავთობისა და გაზის გიგანტ კომპანიას- Reliance Industries.

ამბანის “ფორტუნამ“ 2020 წლის გაზაფხულზე, მსოფლიო პანდემიის გამოცხადების შემდეგ გაუღიმა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის დაწინაურდა, თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში მუკეშ ამბანი საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს. მისი ქონება ამჟამად 84.5 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

მიგრანტთა შემწეობიდან - მილიარდერობამდე

ამბანი იმენეში დაიბადა, თუმცა ოჯახმა ძალიან მალე, 1958 წელს გადაწყვიტა ინდოეთში სავაჭრო ბიზნესის დასაწყებად წასულიყო. ამბანის მამამ, დჰირუბაიმ 1966 წელს Reliance ჯგუფი დააარსა, როგორც მცირე საფეიქრო მწარმოებელმა. ბიზნესმენის მამას სურდა ინდოეთში სანელებლებისა და ქსოვილების წარმოება- რეალიზაციის ქსელი აეწყო.

როდესაც ისინი ინდოეთში გადავიდნენ, ამბანი მშობლებთან ერთად 1970-იან წლებამდე მუმბაიში, ბულეშვარში, მოკრძალებულ 2-ოთახიან ბინაში ცხოვრობდა.

მოგვიანებით მათი ფინანსური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ამბანი კვლავ კომუნალურ საცხოვრებელში ცხოვრობდა, იყენებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და იღებდა შემწეობას. შემდგომ დჰირუბაიმ შეიძინა 14-სართულიანი კორპუსი, სახელწოდებით "ზღვის ქარი", კოლაბაში, სადაც მუკეშის მამა და მისი ძმა ოჯახთან ერთად სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ.

120133652-243232057117089-4416989938563085452-n-1601190648.jpg

როგორ შეიქმნა იმპერია

1980 წელს ინდოეთის მთავრობამ ინდირა განდის ხელმძღვანელობით გახსნა PFY (პოლიესტერი ძაფის) წარმოების კერძო სექტორი. დჰირუბაი ამბანიმ ქარხნის შექმნის ლიცენზია მოითხოვა.

1981 წელს მუკეშმა Reliance Industries Limited- ში მამის დასახმარებლად მუშაობა დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ლიცენზიის მიღება იყო ხანგრძლივი პროცესი და ბიუროკრატიის სისტემაში ძლიერ კავშირებს მოითხოვდა. იმ პერიოდში მთავრობა ზღუდავდა ფართომასშტაბიან წარმოებას, შეუძლებელს ხდიდა ძაფების შემოტანას ქსოვილებისთვის.

მიუხედავად 43 კომპანიას შორის არსებული მკაცრი კონკურენციისა, დჰირუბაის მიენიჭა ლიცენზია.

PFY ქარხნის მშენებლობაში დასახმარებლად, დჰირუბაიმ უფროსი ვაჟი, დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი მუკეში სტენფორდის უნივერსიტეტიდან გაიყვანა. ამბანი საუნივერსიტეტო პროგრამას აღარ დაბრუნებია.

120128921-3391653650896104-5745107052730054153-n-1601190765.jpg

მამის გარდაცვალება და დავა ქონებაზე

2002 წლის 6 ივლისს, მუკეშის მამა მეორე ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ამ დროს ძმებს შორის ქონების გამო დაძაბულობა არსებობდა. ვითარებას ამწვავებდა ის, რომ დჰირუბაიმ 2004 წელს იმპერიის განაწილების შესახებ ანდერძი არ დატოვა.

ოჯახური სკანდალების თავიდან ასაცილებლად, ძმებს შორის დედა ჩარდგა და კომპანია ორად გაიყო.

მუკეშ ამბანიმ მიიღო კონტროლი Reliance Industries Limited-სა და Indian Petrochemicals Corporation Limited-ზე. მას შემდეგ, რაც ძმებს შორის დავა მოგვარდა, ბიზნესის განვითარების გეგმაც სულ უფრო მძლავრად მუშაობდა.

კომპანია მსოფლიო ეკონომიკურ რადარზე 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც ამბანმა ბიონსეს კერძო კონცერტის ორგანიზება ითავა. კონცერტს ესწრებოდნენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები როგორიც არის პრიანკა ჩოპრა, ნიკ ჯონასი, ჰილარი კლინტონი და არიანა ჰუფინგტონი.

უნიკალური ცათამბჯენი

ამბანების ოჯახის საცხოვრებელი მსოფლიოში ყველაზე ძვირად არის შეფასებული. 2-მილიარდიანი ცათამბჯენი მუმბაიში მდებარეობს. დაცვის სისტემას ანალოგი არ მოეპოვება, შენობა კი ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.

შენობას დაკიდებული ბაღები ამშვენებს, პერიმეტრზე 24-საათიანი შეიარაღებული სამხედრო დაცვა მორიგეობს.

ცათამბჯენი უამრავ კოლექციას ინახავს, მათ შორის არის მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკური ავტომობილების უნიკალური კოლექცია.

ერთ-ერთი მათგანია “ტესლას“ მარკის S100 მოდელი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა. თავად “ტესლა“ კი ინდოეთში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის. “ბენტლი“, “მერსედესის“ იშვიათი გამოშვება, “როლს როისი“ და სხვა მრავალი.

წარმატების საიდუმლო

მუკეშ ამბანი ერთგვარი “ინფლუენსერიც“ არის. ბიზნესმენი პერიოდულად საზოგადოებისთვის სასარგებლო რჩევებს არ იშურებს. ერთ-ერთ წიგნში ის თავისი წარმატების შესახებ წერდა.

“როგორ გავხდეთ წარმატებულები, 7 საიდუმლო“

  • იყავით მეოცნებენი
  • ყველას ენდეთ, მაგრამ არავისზე დამოკიდებულნი არ გახდეთ
  • დაე, თქვენს მაგივრად, თქვენმა საქმეებმა ილაპარაკონ
  • ენდეთ თქვენს ინსტინქტებს
  • რისკი ყველაზე დიდ გამოცდილებას შეგძენთ
  • არ აყვეთ პანიკას, მყარად იდექით
  • სამყაროს ფართედ გახელილი თვალებით უყურეთ - წერს ბიზნესმენი თავის წიგნში.
  • 120134731-1213239899059346-8865626496653475801-n-1601190627.jpg

ყველაზე მდიდარი ოჯახი ინდოეთში

მუკეშ დურბაი ამბანი 1957 წლის 19 აპრილს, იემენში დაიბადა. ინდოელმა ბიზნესმენმა სკოლა, შემდეგ კი ინდოეთის წმ. ხავიერის კოლეჯი დაამთავრა. კოლეჯის შემდეგ იყო ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ მუკეშმა სწავლა კალიფორნიაში, “სტენფორდის“ ინსტიტუტში გააგრძელა, თუმცა სწავლა დროზე ადრე შეწყვიტა და არ დაუსრულებია.

63 წლის ბიზნესმენის მეუღლე, 1963 წლის 1 ნოემბერს დაბადებული ლამაზმანი, ნიტა ამბანია.

ნიტა ინდურ კომპანია FSDL-ს ხელმძღვანელობს, რომელიც რომელიც ინდოეთის სუპერლიგის, საფეხბურთო ფრენჩაიზზე დაფუძნებული ლიგის ფუნქციონირებისთვის დაარსდა.

ნიტამ დაამთავრა მუმბაის უნივერსიტეტი, კომერციის მიმართულებით.

ღარიბ ოჯახში დაბადებული გოგონა მთელი ბავშვობა ცეკვას ეუფლებოდა. მოგვიანებით კი სკოლაში, მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

წყვილმა ერთმანეთი ადრეულ ასაკში გაიცნო და 1985 წელს დაქორწინდნენ.

ჰყავთ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

თეონა რამაზაშვილი